Thursday, October 1, 2015

ტრენინგის მე-9 დღე


ტრენინგის დასაწყისში,როგორც წესი, გავიმეორეთ ბოლოს ნასწავლი მასალა.

     შემდეგ მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია. ეს იყო ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი : ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ და უპასუხა  დასმულ შეკითხვებს.

     გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენს ბლოგში. განვიხილეთ link-list გაჯეტი და ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები: "ტრენინგის მასალა",   "გზამკვლევი" და "ტრენინგის განრიგი"

  ასევე ვისწავლეთ:

  •  გაჯეტების ადგილების შეცვლა; 
  • ფაილების გადატანა ფოსტიდან დრაივში და დრაივიდან ბლოგზე;
  • ახალი გვერდის შექმნა,  გამოჩენა  და წაშლა ბლოგზე;
  • მისამართის დაკავშირება ბლოგთან;
  • ბლოგის დიზაინზე მუშაობა.
      დღის ბოლოს, შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგი. ყველა მონაწილემ ერთხმად აღიარა, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში; რომ ეს ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ტრენერს - ქალბატონ ქეთინო ცერაძეს.
   

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგი დავიწყეთ,  ჩვეულებისამებრ, გამეორებით.

ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე, რაც აუცილებელია პროექტის წარმატებისათვის.
 შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და შევიტანეთ საბოლოო შესწორებები.
ტრენინგის ბოლოს ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოს საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგზე და გავეცანით google- drive-ის ინსტრუმენტებს.
     მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღის შედეგებით.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე



ჯერ  გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა;

ვისწავლეთ, როგორ შევადგინოთ ინდივიდუალური დავალებები მოსწავლეთა საჭიროებების გავალისწინებით;

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ, შევავსეთ გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფა :  "სასწავლო პროცედურები"
 ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.


Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ეს დღეც ერთ-ერთი საინტერესო იყო ჩემთვის.

დღევანდელ ტრენინგზე:





 ვისწავლე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს მოსწავლის პრეზენტაცია;

გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს;

გავეცანით power-point-ის ინსტრუმენტებს;

გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს;

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.


Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

      ტრენინგი, როგორც წესი, დავიწყეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალის გამეორებით.


      გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებულო ლიტერატურის შაბლონებს.


      შემდეგ გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგებზე (ურთიერთშეფასება)


      ვისაუბრეთ , თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ბლოგის შექმნა


      შევქმენით სურათის და გამოკითხვის გაჯეტები მოსწავლის ბლოგზე.






         ვაღიარებ, რომ დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო 
   


Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


      2015 წლის 9 სექტემბერს ჩვენ ტრენინგი კვლავ დავიწყეთ გამეორებით.
      შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.
     დავიწყეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოსმოსწავლეთა წინარე ცოდნის, მუშაობის მიმდინარეობის და საბოლოო ნამუშევრის შეფასება.
      შემდეგი ჩვენი აქტივობა იყოჩვენს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის მომზადება power point-ში, რაც საკმაოდ კარგად გამომივიდა.
      ბოლოს გავაკეთეთ დღის რეფლექსია და ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგზე.

Tuesday, September 8, 2015

ტრენინგის მესამე დღე

    2015 წლის 8 სექტემბერს ტრენინგის მესამე დღე  დავიწყეთ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით.
     შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ: კარგად გავაანალიზეთ, თუ რას გულისხმობს სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვები.
ვისწავლეთ შესაბამისი ზმნების გამოყენება ბლუმის ტაქსონომიიდან.
     დავიწყეთ პროექტის კონკრეტული გეგმის დაწერა ჩვენს რესურსებში არსებული შაბლონის მიხედვით.
    ბოლოს დავწერეთ განვლილი დღის რეფლექსია