ტრენინგის დასაწყისში,როგორც წესი, გავიმეორეთ ბოლოს ნასწავლი მასალა.
შემდეგ მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია. ეს იყო ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი : ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენს ბლოგში. განვიხილეთ link-list გაჯეტი და ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები: "ტრენინგის მასალა", "გზამკვლევი" და "ტრენინგის განრიგი"
ასევე ვისწავლეთ:
- გაჯეტების ადგილების შეცვლა;
- ფაილების გადატანა ფოსტიდან დრაივში და დრაივიდან ბლოგზე;
- ახალი გვერდის შექმნა, გამოჩენა და წაშლა ბლოგზე;
- მისამართის დაკავშირება ბლოგთან;
- ბლოგის დიზაინზე მუშაობა.