Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგი დავიწყეთ,  ჩვეულებისამებრ, გამეორებით.

ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე, რაც აუცილებელია პროექტის წარმატებისათვის.
 შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და შევიტანეთ საბოლოო შესწორებები.
ტრენინგის ბოლოს ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოს საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგზე და გავეცანით google- drive-ის ინსტრუმენტებს.
     მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღის შედეგებით.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე



ჯერ  გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა;

ვისწავლეთ, როგორ შევადგინოთ ინდივიდუალური დავალებები მოსწავლეთა საჭიროებების გავალისწინებით;

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ, შევავსეთ გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფა :  "სასწავლო პროცედურები"
 ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.


Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ეს დღეც ერთ-ერთი საინტერესო იყო ჩემთვის.

დღევანდელ ტრენინგზე:





 ვისწავლე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს მოსწავლის პრეზენტაცია;

გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს;

გავეცანით power-point-ის ინსტრუმენტებს;

გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს;

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.


Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

      ტრენინგი, როგორც წესი, დავიწყეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალის გამეორებით.


      გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებულო ლიტერატურის შაბლონებს.


      შემდეგ გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგებზე (ურთიერთშეფასება)


      ვისაუბრეთ , თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ბლოგის შექმნა


      შევქმენით სურათის და გამოკითხვის გაჯეტები მოსწავლის ბლოგზე.






         ვაღიარებ, რომ დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო 
   


Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


      2015 წლის 9 სექტემბერს ჩვენ ტრენინგი კვლავ დავიწყეთ გამეორებით.
      შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.
     დავიწყეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოსმოსწავლეთა წინარე ცოდნის, მუშაობის მიმდინარეობის და საბოლოო ნამუშევრის შეფასება.
      შემდეგი ჩვენი აქტივობა იყოჩვენს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის მომზადება power point-ში, რაც საკმაოდ კარგად გამომივიდა.
      ბოლოს გავაკეთეთ დღის რეფლექსია და ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგზე.

Tuesday, September 8, 2015

ტრენინგის მესამე დღე

    2015 წლის 8 სექტემბერს ტრენინგის მესამე დღე  დავიწყეთ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით.
     შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ: კარგად გავაანალიზეთ, თუ რას გულისხმობს სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვები.
ვისწავლეთ შესაბამისი ზმნების გამოყენება ბლუმის ტაქსონომიიდან.
     დავიწყეთ პროექტის კონკრეტული გეგმის დაწერა ჩვენს რესურსებში არსებული შაბლონის მიხედვით.
    ბოლოს დავწერეთ განვლილი დღის რეფლექსია

Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

    2015 წლის 15 სექტემბერს ტრენინგი დავიწყეთ პროექტების მიმოხილვით. ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებას ვაპირებთ.
     შემდეგ გავიმეორეთ წინა დრის მასალა. გავეცანით WORD-ის იმ ინსტრუმენტებს , რაც დაგვეხმარება პროექტის განხორციელებაში.
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება,კერძოდ, სურათების ჩასმა ბუკლეტში ჩვენი საქაღალდედან. ჩემი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე, სურათები"ოქროს კვეთის " შესახებ ჩავსვი ჩემს ბუკლეტში.





     ტრენინგის ბოლოს ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგში და გავაკეთეთ ახალი ჩანაწერი

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

        2015 წლის 5 სექტემბერს ტრენინგის პირველი დღე დავიწყეთ :
ინტელის სასწავლო კურსის გაცნობით,
 დავათვალიერეთ ამ სასწავლო კურსის გზამკვლევი,
ვისწავლეთ პროექტის პორტფოლოს საქაღალდეს შექმნა,
გავეცანით კურსის რესურსებს,
დავათვალიერეთ პროექტების ნიმუშები და პროექტის შაბლონი,
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.
       ტრენერმა - ქალბატონმა ქეტინი ცერაძემ გვესაუბრა იმის შესახებ, რომ ტრენინგის 9 დღის განმავლობაში ჩვენ ვისწავლით პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დაგვეხმარება
   ყველაზე საინტერესო იყო ტრენინგის მონაწილეთა დისკუსია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ.