Thursday, October 1, 2015

ტრენინგის მე-9 დღე


ტრენინგის დასაწყისში,როგორც წესი, გავიმეორეთ ბოლოს ნასწავლი მასალა.

     შემდეგ მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია. ეს იყო ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი : ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ და უპასუხა  დასმულ შეკითხვებს.

     გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენს ბლოგში. განვიხილეთ link-list გაჯეტი და ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები: "ტრენინგის მასალა",   "გზამკვლევი" და "ტრენინგის განრიგი"

  ასევე ვისწავლეთ:

  •  გაჯეტების ადგილების შეცვლა; 
  • ფაილების გადატანა ფოსტიდან დრაივში და დრაივიდან ბლოგზე;
  • ახალი გვერდის შექმნა,  გამოჩენა  და წაშლა ბლოგზე;
  • მისამართის დაკავშირება ბლოგთან;
  • ბლოგის დიზაინზე მუშაობა.
      დღის ბოლოს, შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგი. ყველა მონაწილემ ერთხმად აღიარა, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში; რომ ეს ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ტრენერს - ქალბატონ ქეთინო ცერაძეს.